ხვალ 30 ოქტომბერს ფოთი ქალაქის მერს აირჩევს 29 10 21
ხვალ 30 ოქტომბერს ფოთი ქალაქის მერს აირჩევს. ერთი დღე არჩევნების მე-2 ტურამდე – რამდენად მზად არის საარჩევნო უბნები არჩევნების უსაფრთხო და გამჭირვალე გარემოში ჩასატარებლად,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის №70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სალომე როდონაიას ვესაუბრეთ, მისი განცხადებით კენჭისყრისთვის ყველა უბანი მზად არის და ამ დროისთვის საარჩევნო ინვენტარისა და ბიულეტინების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ იმასაც, რომ მათ გაითვალისწინეს ყველა ის ხარვეზი და გამოწვევა, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა.
თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური ხვალ, საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ტარდება. ამჟამად კენჭისყრაში მხოლოდ 2-2 კანდიდატი მონაწილეობს – ისინი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. ყველგან ერთმანეთს “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები დაუპირისპირდებიან. ხვალ ფოთის მერობისთვის გიგი უგულავა და ბექა ვაჭარაძე იბრძოლებენ.