სიახლე 

ფოთში ,ოქროს ტბაზე წყალსათხილამურო ბაზაზე,საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩატარდა 29 10 21

წყალსათხილამურო სპორტი  საკმაოდ გავრცელებული ტრენდია  მთელს მსოფლიოში,ფოთში,ოქროს ტბაზე წყალსათხილამურო სპორტში ღია ჩემპიონატი,, საქართველოს პირველობა’’ გაიმართა

,,სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. თუ ჩვენს ქვეყანაში ვავითარებთ ტურიზმს, ტურისტებისთვის სპორტის ეს სახეობა ძალიან მიმზიდველია. სასურველია ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა უფრო განვითარდეს“, – განაცხდა წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის პრეზიდენმა, რომან მელიამ და მან ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა

აღსანიშნავია,რომ ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად,მონაწილეები 5 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, როგორც ისინი აღნიშნავენ, მალთაყვის სპორტული ბაზა და საქართველოს კლიმატური ადგილმდებარეობა იდეალურია წყალსათხილამურო სპორტის გასავითარებლად.

აღსანიშნავია,რომ ჩემპიონატში, გერმანელმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს.  მონაწილეები  დღეს სიგელებით და მედლებითა და თასებით  დაჯილდოვდნენ. მსგავსი ჩემპიონატების მოწყობა მალთაყვაში მომავალშიც იგეგმება.

მსგავსი სტატიები