სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 01 11 21

საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,77%ია. სპეციალისტების თქმით, პირბადის გამოყენების 40%-იანი მაჩვენებელი და დღიურად აცრილთა უპრეცედენტოდ დაბალი მონაცემები მეხუთე ტალღისგან გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის შეჩერებას აფერხებს. ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს და ვაქცინაციის ცენტრში მიმართვიანობა კატასტროფულად დაბალია – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ავიცრათ ერთმანეთისთვის – იმ შემთხვევაში თუ იმუნიზაციის თუ ვაქცინაციის ნიშნული საჭირო დონეს არ მიუახლოვდა, ქვეყანაში პანდემია ვერ დასრულდება და ყოველ ორ თვეში ახალ-ახალი ტალღა გვექნება – ამბობენ ეპიდემიოლოგები. ექიმები შიშობენ, რომ მალე საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები აღარ იქნება. 247 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 5 მილიონი გარდაცვლილი – ეს გლობალური სურათია. კვლავ რთულია ეპიდვითარება რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში. მხოლოდ ბოლო 24 საათში რუსეთში ინფექცია 40 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. საფრანგეთში ბოლო 6 კვირაში ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გაზრდილია სიკვდილიანობა იტალიაში, სადაც ერთ დღეში თითქმის 5 ათასი ადამიანი დაიღუპა. ბოლო 24 საათში თითქმის 20 ათასი ინფიცირებული დაფიქსირდა შტატებში, მათ შორისაა თეთრის სახლის პრესმდივანიც. “ბიოტექის” თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ პანდემია დასრულებისგან შორსაა, თუმცა ფიქრობს, რომ ის მართვადი გახდება. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 141ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 128 შემთხვევა. ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში იმყოფება 40 პაცენტი , ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 43.

მსგავსი სტატიები