არჩევნები 2021 დასრულდა 30 10 21
საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები 20:00-ზე დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. დღეს საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური 40 საარჩევნო ოლქსა და 1869 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის,სალომე როდონაიას განცხადებით, ფოთში არჩევნებმა მშვიდ გარემოში კანონის დაცვით ჩაიარა და მიუხედავად პროცედურული დარღვევებისა კენჭისყრის პროცესს ხელი არ შეშლია. როდონაიას თქმით, სულ 14 საჩივარია შემოსული,რომლებიც ძირითადად პროცედურულ ხასიათისაა.დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2-ე ტური მიმდინარეობდა,რომელშიც ერთმანეთს,ფოთის მერობისთვის, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ კანდიდატი გიგი უგულავა და ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე უპირისპირდებოდნენ. ხმის მიცემა 20:00 საათზე შეწყდა და ახლა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.