სიახლე 

გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატმა გიგი უგულავამ არჩევანი დააფიქსირა 30 10 21

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ და გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატმა გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი მე-15 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მან მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა ,,მინდა ყველა ფოთელს, ვთხოვო, მოვუწოდო აქტიურობისკენ. დღეს თქვენს ხელშია მეგობრებო, როგორ განივთარდება ეს ქალაქი, გავაგრძელებთ თუ არა ჩვენ წრეზე ტრიალს, ტაგნაციას, უპერსექტივობას, უმუშევრობას, თუ მხარს დაუჭერთ განვითარებას’’ განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ მერობის კანდიდატმა.მან ასევე გიორგი გახარიას პარტიის ამომრჩევლებს მოუწოდა მხარდაჭერისკენ ,, მე განსაკუთრებით მინდა ბატონი გახარიას პარტიის და მისი კანდიდატის ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ ნეიტრალიტეტი დააფიქსირა.’’- ქტიურობაა საჭირო იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქალაქი და შავ ზღვაზე მართლაც მარგალიტი გახდეს ფოთი და ეს აუცილებლად მოხდება,’ განაცხადა გიგი უგულავამ

მსგავსი სტატიები