ადგილობრივი თვითმმართველობის მე-2-ე ტურის შედეგები 01 11 21
30 ოქომბერს საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ფოთის მერობისთვის ერთმანეთს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა’’ და ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ კანდიდატები უპირისპირდებოდნენ. შედეგების დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა რომ , ფოთში ,,ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ამომრჩევლებს მადლობას უხდის, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა კი აღნიშნულ შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ფოთში არჩევნები გაყალბდა.ფოთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი აცხადებენ,რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში, კანონის დაცვით ჩაიარა და მიუხედავად პროცედურული დარღვევებისა კენჭისყრის პროცესს ხელი არ შეშლია.აღსანიშნავია რომ კანონის შესაბამისად,ფოთის 70-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში ლოტოტრონით გამოვლენილი უბნების გადათვლა დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეკომენდაციით 5 საარჩევნო უბანს კიდევ 2 უბანი დაემატა. უბნების დათვლის პროცესს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები აკვირდებიან.
არჩევნების მეორე ტურში ფოთში 20 392-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 49, 7%-ს შეადგენს. პირველი ტურის არჩევნებთან შედარებით, მოსახლეობის აქტივობა ფოთში დაახლოებით 3 %-ით დაბალი იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2-ე ტურში,ფოთის მერობისთვის ბრძოლაში, ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ გაიმარჯვა.