სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 02 11 21

საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 47 ადამიანი კი გარდაიცვალა. 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11,36%.ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოსთვის ვაქცინაციის ე.წ. ზღვრული მაჩვენებლი 30-35% აღმოჩნდა და თუ რაიმე წამახალისებელი ან შემზღუდავი ღონისძიება არ დაწესდება, ნებაყოფლობით ვაქცინირებულთა რაოდენობა აღარ გაიზრდება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, ორჯერადად აცრილი 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 33%-ია, ხოლო ერთჯერადად მოზრდილი მოსახლეობის 36.6% 5500-ზე მეტი ახალი შემთხვევაა და 47 გარდაცვლილი. ეს 23 სექტემბრის შემდეგ, ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ვაქცინაციის ტემპი ისევ დაბალია. სპეციალისტების პროგნოზები კი ისევ საგანგაშო – კლინიკებში მყოფი მძიმე პაციენტების 30%-ს რეანიმაცია სჭირდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდაფეთქება უკვე დაწყებულია.”ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გაჩნდა ქვეშტამი, მიმოსვლა ამ ქვეყნებთან შესაძლებელია და თავისუფლად შეიძლება საქართველოში ის შტამიც დაფიქსირდეს,”- აცხადებს გოფოძე. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, რომ კლინიკებს უკვე დაეტყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ,,ასე 3, 4 და 5 ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედად, ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადააშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად ვაქცინირებულია, ხოლო 80%-მა ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო. შესაბამის მონაცემებს თეთრი სახლი ავრცელებს. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 448შემთხვევა. ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში იმყოფება 40 პაცენტი , ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 46.

მსგავსი სტატიები