სიახლე 

ფოთელმა მოჭადრაკემ ელენე წოწონავამ მორიგ წარმატებას მიაღწია 02 11 21

15 – 21 ოქტომბერს ,ევროპის ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16, 18 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩატარდა, რომელშიც, ფოთელი მოჭადრაკე, ელენე წოწონავა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამარჯვებული და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ელენე წოწონავას მწვრთნელის გოჩა ჩაჩუას თქმით, – აღნიშნულ ჩემპიონატში მიღწეული შედეგი დიდი წარმატებაა,როგორც ელენესვის ისე ფოთის საჭადრაკო კლუბისთვის. აღსანიშნავია რომ ჩემპიონატში 32 ქვეყნის 1000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა’’-ს 4 მოჭადრაკე: დიანა ლომაია, ელენე წოწონავა, აკაკი ყალიჩავა და კახაბერ კიზირია. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, ჰიბრიდულად ჩატარდა.

მსგავსი სტატიები