დღეს მეთევზეებმა, ქარხნების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს 03 11 21
ფოთში სამხრეთ მოლზე, დღეს მეთევზეებმა აქცია გამართეს.როგორც ისინი აცხადებენ ქაფშიის რეწვის სეზონი 3 თვე გრძელდება ამ პერიოდში კი მისი რეალიზაციის პრობლემა იქმნება,მათ მიერ მოპოვებული ნედლეულის ძირიდი მიმღები და გადამამუშავებელი სწორედ ფოთში განთავსებული თევზის ქარხნებია,რომლებიც ქალაქში უსიამოვნო სუნს იწვევენ, თუმცა ამ ეტაპზე ქარხნები არ გახსნილა.
მეთევზეების თქმით ქარხნებმა ფილტრების პრობლემა მოაგვარეს და ახლა თევზის გადამუშავება უნდა დაიწყონ,წინააღმდეგ შემთვევაში ეს მეთევზეებს ფინანსურად ძალიან დააზარალებს.
,,ქაფშია მოვიდა უკვე, თუ არ გვამუშავებენ ეს ორი თვე წავა ეს ქაფშია ისევ, ბანკში ვალები გვაქვს, დავრჩებით მშივრები, ყველას სესხები გვაქვს, თუ ვინმეს რამე აინტერესებს მაშინ დაგვიფარონ ეს სესხები მოგვცენ ხელფასები და სულ არ გვაქვს პრობლემა.ქალაქში კომუნისტების წყობიდან სუნი იყო სულ, ქალაქი იწამლებაო, ერთი მოიტანონ საბუთი, როგორ მოიწამლება ადამიანი თევზის სუნით’’ განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში თევზმჭერი გემის მეპატრონემ ზაურ კუპრეიშვილმა.
აღსანიშნავია,რომ მეთევზეები იმ ქარხნების გახსნას ითხოვენ,რომლებიც ქაფშიას ამუშავებენ და ქალაქში უსიამოვნო სუნს იწვევენ.