სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 03 11 21

საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.49 კი გარდაიცვალა.

 საქართველოს ყველა ზრდასრულ მოქალაქეს, შესაძლოა, სულ მალე ჰქონდეს საშუალება, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა მიიღოს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

 ქვეყანაში შემოვიდა ორი ახალი მონოკლონური ანტისხეულის  პრეპარატი, კასირივიმაბი და ინდევიმაბი, რომლებსაც , როგორც მძიმე პაციენტებისთვის, ასევე თანმხლები დავადების მქონე პაციენტებში გამოიყენებენ

დევი ტაბიძე აცხადებს, რომ მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება. ჯანდაცვის ექსპერტმა აღნიშნა, რომ ვირუსით ინფიცირების დღევანდელი მასშტაბი ძალიან საგანგაშოა.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეს პანდემიის დაწყებიდან მეორედ 6 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია და რაღაც ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას.

ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ახალი შემთხვევების გეოგრაფია ფართოვდება. ამასთანავე, დედაქალაქ პეკინში კორონავირუსი 8 ადამიანს დაუდასტურდა, რაც მიმდინარე წლის 19 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 401 შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში იმყოფება 40 პაცენტი , ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 46.

მსგავსი სტატიები