ფოთში, ,,ლაზიკა მედი’’-ს სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს 08 11 21
მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, ფოთში, ,,ლაზიკა მედი’’-ს სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს. კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება ,მოქალაქეებს, იმუნიზაციის სამ კაბინეტში შეუფერხებლად შეუძლიათ. ,,ლაზიკა მედში” დღეს ექიმ- რეანიმატოლოგ, ლევან რატიანის დედაც აიცრა და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა ,, ავიცრათ. ვენდოთ ჩვენს საუკეთესო, გმირ ექიმებს, რომლებმაც ალბათ ეს ორი წელიწადია ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე შეინარჩუნონ’’ განაცხადა მარინა რატიანმა. კლინიკაში, მოქალაქეები, „სინოფარმის” ,,სინოვაკის” და ,,ფაიზერის ” კოვიდ- ვაქცინებით იცრებიან ,მობილიზებულია სამი ამცრელი ბრიგადა.