სიახლე 

მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება 08 11 21

ჭყონდიდის მეუფე სტეფანემ მასთან დაპირისპირებული 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა. ბერებმა მონასტრის დატოვებაზე უარი თქვეს და ადგილზე რჩებოდნენ. 3 ნოემბერს მათ საპატრიარქოსგან წერილი მიიღეს, რომ შეეწყვიტათ “საეკლესიო ქონებით უკანონოდ სარგებლობა და განკარგვა”. წერილს ხელს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი აწერდა. ბერებმა ისევ უარი თქვეს ტერიტორიიდან გასვლაზე,რასაც რასაც დაპირისპირება და ხმაური მოყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.,,მძიმე სურათია და ვფიქრობ, რომ ალბათ, თვით ჭყონდიდელ მიტროპოლიტსაც არ მოსწონს ის რაც ხდება, თუმცა გამოსავალს იმ გადაწყვეტილებებში ხედავს, რომელსაც ღებულობს’’ – ასე ეხმაურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს.მისი თქმით, ბევრ ეპარქიაში იყო პრობლემები, თუმცა მისთვის გაურკვეველია , რატომ გამწვავდა სიტუაცია,ასე მკვეთრად ჭყონდიდის ეპარქიაში. მეუფე გრიგოლის თქმით, ის რომ ყოფილიყო იმ ადამიანებს შორის ვინც ეპარქიაში არსებულ საკითხებზე მსჯელობს, მისი პოზიცია განსხვავებული იქნებოდა.ცნობილია,რომ პოლიციამ მარტვილში მომხდარი დაპირისპირებისას სულ 7 პირი დაკაავა. უწყების განმარტებით, 6 მათგანი ადმინისტრაციული წესით პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის, ხოლო ერთი პოლიციელზე თავდასხმისთვის არიან დაკავებული.

მსგავსი სტატიები