ფოთის, N17 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია,აქტიურად მიმდინარეობს 09 11 21
ქალაქ ფოთის №17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი სააღმზრდელო დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს,რომლის ფარგლებშიც, კაპიტალურად გარემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, მოპირკეთდება იატაკი და ჭერი. მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 209 000 ლარს შეადგენს. როგორც ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა იაგო რომანაშვილმა განაცხადა : ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტი,სწორედ საბავშვო ბაღების კეთილმოწყობაა. ,,რეაბილიტირებული და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფილი საბავშვო ბაღი ხელს შეუწყობს სკოლამდელი ასაკის ბავშვების შესაბამის აღზრდა-განვითარებას და სასკოლო განათლების მისაღებად მათ მომზადებას” – განაცხადა რომანაშვილმა. ცნობილია,რომ ფოთში 2018-2021 წლებში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემით აღიჭურვა 15-ივე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება. აშენდა 2 და სარემონტო სამუშაოები, ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ჩატარდა