სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 10 11 21

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 751 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 647 პაციენტი.დღე-ღამეში საქართველოში 78 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 976-მა ადამიანმა გაიკეთა.მშობლების თანხმობით 12-15 წლის ბავშვების COVID19-ზე ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია, რაც უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი გარანტიაა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 2022 წელს ვაქცინაციისთვის საჭირო შპრიცების დეფიციტი შეიძლება შეიქმნას. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, ლიზა ჰედმანმა განაცხადა.„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროპაში მეხუთე ტალღა დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში, საფრანგეთში, ახალი შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის რიცხვი 40%-ით გაიზრდა – ეს საგანგაშო ნიშანია“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.ისინი, ვინც ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ, კრიმინალები არიან, – განაცხადა ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 377 შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთში გასული 24 საათის განმავლობაშო კოვიდ19ის 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ფოთის ევექსის კოვიდ კლინიკაში 40 პაციენტია. ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში კი 34

მსგავსი სტატიები