ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 11 11 21
საქართველოში კორონავირუსის 4 563 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 4 744პაციენტი. 10 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.25%–ია.
გაიხსნება თუ არა ქვეყანაში კვლავ საველე ჰოსპიტლები? ეს მომდევნო ერთ კვირაში გახდება ცნობილი. საქართველოში ამჟამად არსებული აქტიური შემთხვევების რაოდენობა უკვე ზაფხულის მაჩვენებლებს უტოლდება. მედიკოსები საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ და ყველას კეთილგონიერებისკენ – დროული აცრისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე აცხადებს, მსგავსი ვითარების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორი გადაიტვირთება. “დაიწყო ბუსტერების პროცესი და ეს ძალიან კარგია. ასევე დაიწყო 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა. ესეც გარკვეულ წარმატებულ შედეგს გამოიღებს,” – განაცხადა მან.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნოდარ ჩიმაკაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის მცირედით გაუმჯობესება შეინიშნება. “კიდევ და კიდევ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა ამ სტრესული სიტუაციიდან გამოსავლის,” – აცხადებს ნოდარ ჩიმაკიძე.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ბუნებრივია სიკვდილობის მაჩვენებელსაც ზრდის. მისივე განმარტებით, თუ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გაგრძელდა, კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა ამოიწურება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აცხადებენ, რომ 2020 წელს პანდემიის დროს 22 მილიონზე მეტმა ჩვილმა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზები ვერ მიიღო და მსოფლიოში წითელას აფეთქების რისკი მაღალია.
დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 4 563ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 311 შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში იმყოფება 40 პაცენტი , ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 30