ეიპიემ ტერმინალს ფოთი, ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას „ინპორტი“,ახორციელებს 11 11 21
ეიპიემ ტერმინალს ფოთი, ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას „ინპორტი“, 2017 წლიდან ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, ნავსადგურში, ყოველ წელს 10-მდე ახალგაზრდა,ნავსადგურის საქმიანობის შესახებ. ოთხთვიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს გადის.
,,ინპორტის“ მორიგმა ნაკადმა კურსი დღეს დაასრულა. 8 მონაწილემ კომპანიას თავიანთი გამოცდილება და ხედვა გაუზიარა, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გამოიყენებს კომპანიაში მიღებულ თეორიულ თუ პრაქტიკულ გამოცდილებას მომავალში.
პროგრამა ,,ინპორტი“ მონაწილეებს საკმაოდ მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს; სასწავლო კურსის მანძილზე ისინი სასწავლო მოდულებს ეცნობიან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან,საინტერესო დისკუსიებს მნიშვნელოვან თემებზე მართავენ.
კომპანიის ერთერთი სტრატეგიული მიმართულება ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების ხელშეწყობაა. მსგავსი ინიციატივები სამომავლოდაც გაგრძელდება.