სიახლე 

მეუფე გრიგოლი მიხეილ სააკაშვილის ციხეში ზიარების საკითხს გამოეხმაურა 15 11 21

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის მიერ ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ზიარების საკითხს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.,,მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი, უშუალოდ ის წყვეტს, როცა ადამიანს ესაუბრება სულიერ თემაზე, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს, თუ არ აზიაროს, გააჩნია კონკრეტულ ვითარებას’’- განაცხადა მიტროპოლიტმა,ამასთან მისი თქმით ზოგჯერ გარემოებიდან გამომდინარე, მხოლოდ სასულიერო პირის გადასაწყვეტია, აზიაროს თუ არა ადამიანი, რაც შეეხება პატიმრის მონახულებას, მეუფე მიიჩნევს,რომ- ეს თითოეული ქრისტიანის ვალია. შეგახსნებთ,რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი,მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს, ციხეში, მეუფე ნიკოლოზმა აზიარა.

მსგავსი სტატიები