სიახლე 

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა 16 11 21

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. – აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის №1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.

 სკოლასთან არსებული სამოქალაქო განათლების კლუბი „დემოსი“ პროექტს„ჩვენ ტოლერანტები ვართ“ ახორციელებს.

მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია ტოლერანტობის გამოვლინებების, დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ. ასევე „სამოქალაქო განათლების სექტორის“ პრეზენტაცია და ნატოსა და ევროკავშირისადმი მიძღვნილი სტენდის გახსნა შედგა.

დაირგო ხეები, გამოიფინა ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ხელთნაკეთი პოსტერები.

აღსანიშნავია რომ შეხვედრის დასასრულს თოჯინური სპექტაკლის ჩვენება „ჩვენ ტოლერანტები ვართ!“ გაიმართა.

მსგავსი სტატიები