ლიბერთი ბანკის ახალი საკრედიტო ბარათი განსხვავებულ გამოცდილებებს გვთავაზობს (R) 17 11 21
ლიბერთი ბანკის ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი“ახალი” განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს, რაც დახარჯული თანხიდან სოლიდური ‘ქეშბექი’-ს დაბრუნებას, ფინანსების მარტივად მართვისა და სასურველი ნივთის შეუფერხებლად შეძენის შესაძლებლობას გულისხმობს. ახალი ბარათიდან ლიმიტის გამოყენებისას მოქმედებს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი. თუ მომხმარებელს ათვისებული თანხის დაბრუნება 55 დღეში არ სურს, ის მხოლოდ ერთი სახის ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდის ყოველთვიურად, მის მიერვე არჩეულ სასურველ რიცხვში. ფიქსირებული გადასახადი, ფიქსირებულ რიცხვში ძალიან მარტივს ხდის ბარათის მოხმარებას.