ქალაქ ფოთის ახლადარჩეული მერი ბექა ვაჭარაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა 24 11 21
ქალაქ ფოთის ახლადარჩეული მერი ბექა ვაჭარაძე ,თანამშრომლებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ წარუდგინა და ახალ მერს წარმატებები უსურვა. ბექა ვაჭარაძე უფლებამოსილებას შეუდგა და ფოთელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ამასთან, აღნიშნა, რომ მზად არის თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ქალაქის განვითარებისთვის გამოიყენოს. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდამა ბექა ვაჭარაძემ გაიმარჯვა და ის ფოთის ახალი მერია.