დევნილთა, სააგენტო 600 მდე ოჯახს საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფს 25 11 21
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს განასახლებს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსის ირაკლი ლეჟავას თქმით, ფოთში მცხოვრები დევნილი ოჯახები ახლად აშენებულ კორპუსებში ბინას მიიღებენ,რადგან სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი ყველა დევნილისთვის საცხოვრებელი და საარსებო პირობების შექმნაა. აღსანიშნავია ,რომ საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა,პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები უახლოეს დღეებში გადაეცემათ.