ფოთის საჭადრაკო კლუბში ,ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი დაიწყო 25 11 21

ფოთის საჭადრაკო კლუბში, ცნობილი ფოთელი საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, შ.პ.ს “კავტრექს ფოთის” ერთ-ერთი დამაარსებლის და ყოფილი გენერალური დირექტორის,, ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი XI საჭადრაკო ფესტივალი დღეს დაიწყო. ფესტივალი დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირით გაიხსნა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად ტარდება და მასში 70-მდე დამწყები მოჭადრაკე მონაწილეობს. საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ტურნირი ჩატარდება, რომელშიც როგორც დამწყები ასევე პროფესიონალი მოჭადრეკეები მიიღებენ მონაწილეობას

მსგავსი სტატიები