სიახლე 

ფოთში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს 26 11 21

ფოთში კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ცენტრებში, მოქალაქეთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი, მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება, მათ შორის არიან საპენსიო ასაკის მოქალაქეები. ვაქცინაციის პროცესის წახალისებასთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივების ამოქმედების შემდეგ ქალაქში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია რომ ფოთში, იმუნიზაციის ხუთივე ცენტრში აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, კეთდება ე.წ. “ბუსტერ” დოზები და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრები. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200 ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს, მიიღებს 60 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით COVID 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.

მსგავსი სტატიები