სიახლე 

,,გალერეა 34’’-ში სალონური საღამო ,,ჰორიზონტს მიღმა-დასასრულს ისევ თავიდან თვლიან“გაიმართა 29 11 21

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ,,გალერეა 34’’-ში სალონური საღამო ,,ჰორიზონტს მიღმა-დასასრულს ისევ თავიდან თვლიან“გაიმართა, რომელშიც ქალაქის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები ღებულობდნენ მონაწილეობას. აქვე გაიმართა პოეტ ალეკო დოლბაიას წიგნის ,,ჰორიზონტს მიღმა“ პრეზენტაცია, პირველად წაიკითხა საკუთარი ლექსები ქორეოგრაფმა ლევან მაშავამ, ხოლო ჟურნალისტ და მწერალ ესმა ყურაშვილის ლექსები მისმა შვილმა ლუკა – დავითი დოლბაიამ წარმოადგინა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ, მერის მოადგილემ მამუკა პაპასკირმა, განათლების რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ, მწერალმა, საქართველოს მწერალთა კავშირის სამეგრელო-ზემო სვანეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ჭაბუკი ქოიავამ. საღამო ცოცხალი მუსიკის ფონზე წარიმართა

მსგავსი სტატიები