ფოთის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელმა კონკურსში გაიმარჯვა 30 11 21
მიმდინარე წელს, ფოთის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
პროექტი – „ხალხური რეწვის სახელოსნოს აღჭურვა“, რომელიც ფოთის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელმა კონკურსზე წარადგინა, იმ პრიორიტეტების ხელშეწყობას გულისხმობდა,რომელიც სამინისტრომ გამოყო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ პროექტის ავტორს მაია გვასალიას ვესაუბრეთ მისი განცხადებით : პროექტის მიზანი იყო სასწავლებლის მოძველებული, კუსტარული, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და კერამიკის სახელოსნოს აღჭურვა თანამედროვე თიხის გამოსაწვავი დანადგარით.
როგორც სამხატვროში აცხადებენ, ქ. ფოთის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის, კულტურული ცხოვრების გააქტიურებაში და ფოთის, როგორც კულტურული ცენტრის იმიჯის გამყარებაში.