სიახლე 

დღეიდან საქართველოში ,,მწვანე პასპორტი’’ ამოქმედდა 01 12 21

დღეიდან საქართველოში “მწვანე პასპორტი” ამოქმედდა. ბარათის გარეშე  აკრძალული იქნება შესვლა სხვადასხვა ობიექტებში როგორებიცაა:   რესტორნებისა  და ბარების ღია და დახურულ სივრცეები,  კინოთეატრები, თეატრები, გასართობი  ცენტრები, სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები და სასტუმროები.როგორც  ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ:  რეგულაცია მკაცრად გაკონტროლდება. თუ რომელიმე ობიექტი მწვანე ბარათის კონცეფციას დაარღვევს, ინდ მეწარმისთვის ჯარიმა 2000 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის კი 10 000. იმისათვის,რომ მოქალაქეს ქონდეს ე.წ. ,,მწვანე პასპორტი’’ აუცილებელია : იყოს სრულად ვაქცინირებული, გადატანილი ქონდეს კორონავირუსი ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი. აღსანიშნავია,რომ ,,მწვანე პასპორტი’’-ს გამოყენების საჭიროება არ იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მარკეტებში.

მსგავსი სტატიები