სიახლე 

1 დეკემბერი შიდსის საერთაშორისო დღეა 01 12 21

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს ადამიანები ერთიანდებიან, რათა აივ-ინფიცირებულებს სოლიდარობა გამოუცხადონ და შიდსით გარდაცვლილებს პატივი მიაგონ.

1 დეკემბერი ყოველ წელს სხვადასხვა სახის ,,დევიზით’’ აღინიშნება, წლევანდელი კამპანია, მიზნად ისახავს შეახსენოს მოქალაქეებს, რომ COVID-19 პანდემით გამოწვეული კრიზისის ფონზეც კი, მსოფლიომ უნდა დაიცვას ის შედეგები, რაც მიღწეულია აივ/შიდსის პანდემიასთან ბრძოლაში, რომელიც 30 წელზე მეტია მძვინვარებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების უფროსის ნინო ხურციას თქმით, ფოთში  შიდსით ინფიცირების 68 შემთხვევა ფიქსირდება და ფოთი ამ მაჩვენებლით სამეგრელო- ზემო სვანეთში  მესამე ადგილს იკავებს.

ცნობილია,რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში, ამ ვირუსით რეგისტრირებული 8ა თას 28 ადამიანია, საიდანაც 6 ათასზე მეტი მამაკაცია.

მსგავსი სტატიები