სიახლე 

ფოთის ვიცე-მერად დავით კვიციანი დაინიშნა. 06,12,2021

ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ  ვიცე-მერის თანამდებობაზე დავით კვიციანი დანიშნა

დავით კვიციანი პროფესიით იურისტია და გამოცდილება აქვს  როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

2017 -2021 წლებში,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი- იურიდიულ, სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე იყო.

“დავითი არის საქმის ერთგული, ღირსეული და გამოცდილი პროფესიონალი. მჯერა, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის “-განაცხადა ფოთის მერმა.

კვიციანმა, გამოცხადებული ნდობისთის   მერს მადლობა გადაუხადა  და აღნიშნა ,რომ , მისთვის დიდი პატივია  ემსახუროს მშობლიურ ქალაქს. ,,ჩვენს  გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ქალაქის განვითარების და უკეთესი მომავლისათვის“-განაცხადა დავით კვიციანმა.

ცნობილია, რომ ფოთის მერის მოადგილეები ასევე კვლავ  არიან : მამუკა პაპასკირი და ზაქარია  გვრიტიშვილი

მსგავსი სტატიები