უსტატუსო პედაგოგები იანვრიდან სკოლებს დატოვებენ 08 12 21
განათლების სამინისტროს განცხადებით: საჯარო სკოლის პედაგოგები, რომლებსაც სტატუსი არ გააჩნიათ იანვრიდან სკოლას დატოვებენ, მათ შრომოითი ხელშეკრულება დეკემბრიდან შეუწყდათ. ფოთის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით : საუბარია იმ პედაგოგებზე, რომლებმაც საგნობრივი კონპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს და ამის შესახებ თითოეული მასწავლებელი ინფორმირებულია. ცნობილია,რომ ფოთში 20-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია, რომლებმაც სტატუსის ამაღლება ვერ შეძლეს.