ლიტერატურული სალონი 30 დეკემბერს სახალწლო ღონისძიებას გამართავს 10 12 21
ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 2017 წლიდან ლიტერატურული სალონი ,,გულის სამელნე“ ფუნქციონირებს, რომლის შექმნაც ახალგაზრდებისთვის ახალი და საინტერესო სივრცის შექმნას ისახავდა მიზნად. სალონმა 2017 წლიდან დღემდე არაერთი პროექტი შექმნა. განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ჩვენ ლიტერატურული სალონის ხელმძღვანელს ,ირმა კეკელიძეს ვესაუბრეთ, როგორც მან აღნიშნა ამ წლების მანძილზე არაერთი პროექტი გახორციელდა, პირველი ეს იყო გზავნილი სივრცეში ,,ეს ჩემგან“ რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე კინო პოეზია და ამ დროსთვის მიმდინარე პროექი ,,მახსოვს“ აღსანიშნავია რომ ლიტერატურული სალონი 30 დეკემბერს სახალწლო ღონისძიებას გამართავს.