ფოთის კოლხეთი-1913 მეორე ლიგაში ვერ გადავიდა 13 12 21
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე play-off-ის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ფოთის კოლხეთი 1913 საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავს” დაუპირისპირდაგამარჯვების შემთხვევაში ფოთის გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდებოდა, თუმცა შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდი შემდეგ ლიგაში ვერ გადავიდა.აღნიშნულ ფაქტს, მაყურებლების უკმაყოფილება და სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ფოთელი მაყურებლის გაღიზიანება მსაჯის ქმედებებმა გამოიწვია, მათ მომხდარში მსაჯები დაადანაშაულეს და პლასტმასის ბოთლები დაუშინეს.