სიახლე 

ფოთში საახალწლო სამზადისი დაიწყო. 14 12 2021

ფოთში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ქალაქის ქუჩებში ფერადი განათებების დამონტაჟება მიმდინარეობს. ფოთის პორტმა ქალაქს 23 მეტრი სიგრძის ნაძვისხე საჩუქრად გადმოსცა, რომელიც თეატრის მიმდებარედ განთავსდება, აქვე იგეგმება საშობაო სოფლის მოწყობა და წინასაახალწლო ღონისძიებები, მათ შორის ფოთელი წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოვება. ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის თქმით, კულტურის სამსახური მოქალაქეებს, საახალწლოდ საინტერესო ღონისძიებებს ჰპირდება. აღსანიშნავია,რომ საახალწლო ნაძვის ხე ფოთში 25 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში აინთება.

მსგავსი სტატიები