ფოთში ,,ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი კრივში’’ გაიხსნა 22 12 21
დღეს ფოთის კრივის დარბაზში, საზეიმო ვითარებაში ,, ზურაბ სარსანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში’’ გაიხსნა ,რომელშიც საქართველოს ყველა ქალაქიდან წარმოდგენილი 100 -მდე მოკრივე მონაწიელობს. ტურნირი დღეს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.ცნობილია,რომ ორგანიზატორებს,ტურნირი სამომავლოდ , უფრო მასშტაბურ ღონისძიებად ესახებათ. აღსანიშნავია,რომ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ სიტყვით მიმართა მონაწილეებს და ყურადღება აღნიშნული ტურნირის მნიშვნელობაზე გაამახვილა ,როგორც მან დასძინა, ერთ-ერთი პრიორიტეტი ფოთისთვის სწორედ კრივის განვითარებაა.