ფოთში, კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 28 12 21
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, ფოთის კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია რომ პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებს.
აღსანიშნავია,რომ პროექტის მიზანი ფოთის როგორც საფესტივალო ქალაქის წარმოჩენაა.