,, ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი კრივში” დასრულდა 28 12 21
ფოთში 22-25 დეკემბერს ,, ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი’’ კრივში მიმდინარეობდა , რომელშიც საქართველოს ქალაქებისა და რაიონების, კრივის სასპორტო სკოლებისა და მოკრივეთა კლუბების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ ტურნირზე, ფოთელმა მოკრივეებმა წარმატებით იასპარეზეს: 46 კგ წონითი კატეგორიაში 1 ადგილი გიორგი კილასონიამ დაიკავა.50 კგ წონითი კატეგორიაში კი პირველ ადგილზე აკაკი ბასარია გავიდა, ხოლო 46 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ლიზი ხარბედიამ დაიკავა.
54 კგ წონითი კატეგორიაში მეორე ადგილი თორნიკე დანელიამ მოიპოვა, 42 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე თაზო გაბელია გავიდა, ხოლო 46 კგ წონითი კატეგორიაში მესამე ადგილი რუზი მამედოვმა დაიკავა.
აღსანიშნავია,რომ ორგანიზატორების განცხადებით : ,, ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი’’ კრივში, სამომავლოდ მასშტაბურ სახეს მიიღებს.