აფხაზეთის მთავრობის კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ სენაკში გრძელდება 29 12 21
„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით, სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ. ღონისძიების ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებს იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და, ასევე, სამედიცინო პირბადეები გადაეცათ. ფართომასშტაბიანი კამპანია და სააგიტაციო ღონისძიებები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლას ემსახურება და იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით იმართება, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.