სიახლე 

რა საჭიროებები აქვთ ფოთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს 30 12 21

ფოთში იძულებით გადაადგილებული 6000 -მდე პირი ცხოვრობს, რომლებსაც  გარდა საცხოვრებელი ფართებისა,  არსებული ეკონომიკური თუ  სოციალური  ვითარებიდან გამომდინარე, არაერთი პრობლემა აქვთ.

 ჩვენ დავინტერესდით,რა საჭიროებები აქვთ ფოთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს და რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი. აღნიშნული საკითხის გასარკვევად  ერთ-ერთ დასახლებაში ვიმყოფებოდით,რომელიც  ,,შმოს ბინების’’ სახელითაა ცნობილი.

იქ მცხოვრები ადამიანების  განცხადებით, ნორმალური ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები არ  აქვთ.  სახურავის ავარიული მდგომარეობის გამო, უამინდობისას  საცხოვრებელი ოთახები იტბორება, რაც ისედაც რთულ პირობებს კიდევ უფრო მეტად გაუსაძლისს ხდის, მათი განცხადებით  პრობლემა წლებია აწუხებთ,არაერთხელ მიმართეს სპეციალურ ორგანოებს,თუმცა უშედეგოდ.

დევნილი მოსახლეობა ხელისუფლებისგან პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს.

ჩვენ ფოთში მცხოვრებ კიდევ ერთ დევნილს ჯოტო მარგველიანს ვესაუბრეთ, როგორც  ის აღნიშნავს დევნილთა სააგენტომ  ის ბინით უზრუნველყო და მათგან ერთჯერადად 200 ლარიანი დახმარებაც მიიღო, თუმცა როგორც ის ამბობს გამოწვევები  კიდევ  მრავლად რჩება.

როგორც ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყვეთ,  ფოთში მცხოვრებ დევნილებს, არაერთი პრობლემა აწუხებთ ,რომელიც დროულად მოგვარებას საჭიროებს.

მსგავსი სტატიები