სიახლე 

ტაქსებში მოწევა აიკრძალა 03 01 22

ტაქსიში და მასთან ერთად, საბაგირო ტრანსპორტსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თამბაქოს მოწევა ასევე აიკრძალა ავტომობილებში, როდესაც არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება.ამ მიმართულებით “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცაახალი რეგულაცია 1 იანვრიდან ამოქმედდა. კანონის დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია როგორც მძღოლს ასევე მგზავრს დაეკისრება.მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულ საკითხს დადებითად აფასებს,თუმცა ზოგიერთი მათგანისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება სიახლეს წარმოადგენდა.რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ტაქსის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 200-ლარიანი ჯარიმაა შემოღებული. მოწევის შემთხვევაში 50 ლარის ოდენობით კერძო ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდება, თუკი სატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება.პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის

მსგავსი სტატიები