სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 160-მდე ოჯახს სახლებს შეუსყიდიან 12 01 22
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 160-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსის ირაკლი ლეჟავას განცხადებით: პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა და ეკომიგრანტები ამ ცვლილებით ისარგებლებენ.
აღსანიშნავია რომ ეკომიგრანტ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებლი შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს ბოლო ორი წლის განმავლობაში, სააგენტომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 600-ზე მეტი ოჯახი განასახლა.