სიახლე 

ქვეყანაში ომიკრონის შტამის შემთხვევებმა იმატა 12 01 22

47 გარდაცვლილი და 5 596 ინფიცირებული – ბოლო 24 საათის სტატისტიკა ასეთია. ომიკრონის შტამი ქვეყანაში დღითიდღე ძლიერდება. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ თებერვლის დასაწყისში, როდესაც მეექვსე ტალღის პიკი გვექნება, ის სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს. ფოთის ეპიდემიოლოგის,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ნინო ჭანტურიას განცხადებით ეპიდსიტუაცია საყურადღებოა და როგორც კორონა ვირუსის პირველადი ასევე ომიკრონ შტამისგან თავის დასაცავად უპირობო გზა ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვაა. ეპიდემიოლოგი ფოთის მოსახლეობას, ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია,რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ, დამატებითი ზომების მიღება დაიწყო, მიმდინარე კვირას არსებულს კოვიდ საავადმყოფოებს კიდევ 40-მდე ონლაინკლინიკა დაემატება.

მსგავსი სტატიები