სიახლე 

ფოთის კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა 17 01 22

ფოთში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ფოთის კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა,რომელზეც სტრატეგიის შემუშავების ეტაპებზე , დაგეგმილ სამუშაოებზე და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე ისაუბრეს.როგორც პროქტის მონაწილეები აცხადებენ : აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურის როლის გაზრდას ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში.აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის შექმნა მონაწილეობითი პრინციპით დაინტერესებულ პირთა აქტიურობასა და ფართო საზოგადოებასთან მუდმივ კომუნიკაციას დაეყრდნობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. რომელსაც გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებს.

მსგავსი სტატიები