სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 17 01 22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში ამინდის არახელსაყრელი პირობები შენარჩუნდება. დროგამოშვებით, იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მოსალოდნელია, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი. საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. ფოთში 18 იანვარს დღისით +3 , 5 ღამით +1.+3 გრადუსია მოსალოდნელი,ძირითადად მოღრუბლული ამინდი გველოდება. 19 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღისით 0,ხოლო ღამით +3 გრადუსი იქნება, დღე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის.

მსგავსი სტატიები