სიახლე 

ფოთოლა ქაჯაიას 81 წელი შეუსრულდებოდა 01 02 22

ფოთოლა ქაჯაიას შესაშური თვისება ჰქონდა ყველა ადამიანში სიკეთის მარცვალს ხედავდა,სიტყვის ძალას და მადლს მთელი არსებით გრძნობდა და განიცდიდა, კარგს არავის დაუკარგავდა, ხელს უყოყმანოდ წააშველებდა ყველას ვისაც ეს სჭირდებოდა: თანამშრომლებს, მეგობრებს, სტუდენტებს…თავს არასდროს მოიწონებდა, სხვისი სიხარული უხაროდა და სხვისი ტკივილი ტკიოდა, ასეთი ადამიანი იყო ფოთოლა მასწავლებელი, ყველა საქმეში ზომიერი, თავაზიანი, გახსნილი, უზომოდ მოსიყვარულე მეუღლე, დედა და ბებია. არიან ადამიანები, რომელთა გარდაცვალება სიკვდილს არ ნიშნავს… ფოთოლა მასწავლებელმა სიცოცხლეშივე დაამარცხა სიკვდილი. ქალბატონ ფოთოლას მთელი ცხოვრება და შემოქმედება – ეს იყო ნათელი იუმორით შეფერილი აზრის, ვნების, ფიქრის, სიტყვის, მოქმედების ჰარმონიული მთლიანობა, რომელიც ადამიანის სიხარულისა და ბედნიერებისკენ იყო მიმართული. სიკეთე, სიყვარული იყო მისი სიცოცხლის დევიზი და შესაშურად ფლობდა კიდეც ამ ნიჭს. რამდენ საშვილიშვილო საქმეს აუღია სათავე მის პიროვნებაში ერის საკეთილდღეოდ და განხორციელებულა კიდეც. რამდენი ადამიანისათვის დაუბრუნებია მას რწმენა იმისა რომ ,,ბოროტებას არსი არა აქვს, რომ იგი კეთილის შემთხვევითობაა,, და პირადი მაგალითით, სიტყვით თუ საქმით, დაუდასტურებია კიდეც ეს ჭეშმარიტება. მან იმაზე მეტი გაიღო, ვიდრე ერთ სიცოცხლეში ძალუძს ადამიანს… იქნებ ამიტომაც იჩქარა მისმა გულმა… ახლაკი ფარდა.

მსგავსი სტატიები