სიახლე 

ფოთში ,,ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით აქცია ,,არა გაძვირებულ ცხოვრებას’’ გაიმართა 02 02 22

დღეს ფოთის მერიასთან ,,ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით აქცია ,,არა გაძვირებულ ცხოვრებას’’ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პროდუქტის და მედიკამენტების მაღალი ფასები გააპროტესტეს. ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას თქმით ხელისუფლებას ხალხის ხმა არ ესმის. ინფლაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში მაქსიმალურ ნიშნულზეა, საკვებ პროდუქტებსა და კომუნალურებზე კი გადასახადები რეკორდულად იზრდება. 

ოპოზიცია წარმომადგენლები ამბობენ,რომ  რომ ეკონომიკური პრობლემების გამო, ხალხი საქართველოდან მიდის, პარალელურად კი მერია და მუნიციპალიტეტი ხელფასებს იზრდის.

რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ევროკავშირის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, რომელთა მოსახლეობაც თავშესაფარს ეძებს. მონაცემების თანახმად, 2021 წლის ნოემბერში თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადი საქართველოს 1 680-მა მოქალაქემ შეიტანა აღსანიშნავია,რომ აქცია ერთდროულად თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში გაიმართა

მსგავსი სტატიები