სიახლე 

უკრაინის მხარდამჭერი აქცია ფოთში 02 02 22

ომის ზღვარზე მყოფ მეგობარ ქვეყანას ოპოზიცია მხარდაჭერას უცხადებს და კიევში ვიზიტისთვის ემზადება. დღეს უკრაინის დედაქალაქში “ლელოსა” და “დროას” ლიდერები ჩავლენ და რადაში შეხვედრებს გამართავენ. მანამდე კი სხვადასხვა ქალაქებში სოლიდარობის აქციას იმართება, მათ შორის ფოთშიც. დროას წარმომადგენლის ლაშა ბერაიას განცხადებით დროშაზე ხელმოწერების გაკეთებით უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და აქციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. აღსანიშნავია რომ ქართველი ხალხის ხელმოწერილ დროშას ოპოზიციონერები საბოლოოდ რადას დეპუტატებს გადასცემენ.

მსგავსი სტატიები