სიახლე 

აყრილი ასფალტი, ატალახებული ქუჩები და ორმოები,როდის მოწესრიგდება გზები ფოთში? 03 02 22

აყრილი ასფალტი, ატალახებული ქუჩები და ორმოები – უკვე ოთხი წელია ამ რეალობასთან ერთად უწევს თანაცხოვრება ფოთის მოსახლეობას. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად გზების მოწესრიგება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ქუჩაში გადაადგილება ყველაზე მეტად წვიმის შემდეგ რთულდება. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ფოთში გზების რეაბილიტიცია წყალარინების პროექტის დასრულებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული,რომელთა  სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია და გაურკვეველია მოხდება თუ არა პროექტის განახლება. ცნობილია რომ ფოთში, საუკუნის პროექტად წოდებული, საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა, ჰოლანდიურმა კომპანიამ, ,,TAHAL GROUP“-ს უნდა განეხორციელებინა. თანამედროვე სტანდარტების წყალარინების ქსელის მოწყობა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ჯერ-ჯერობით მშენებლობის ნახევარიც არ არის შესრულებული. შესაბამისად, უცნობი რჩება ის, თუ როდის დასრულდება წყალარინების პროექტი და როდის მოხდება ქუჩების სრული რეაბილიტაცია.როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფოთის მერიაში, ინფრასტრუქტურის სამსახურსა  და ,,ტაჰალი’’-ში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ

მსგავსი სტატიები