სიახლე 

ოთარ ხარჩილავა ფოთის საგამოფენო ცენტრის დირექტორად დაინიშნა 17 02 22

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს. ოთარ ხარჩილავა, კოლექტივს, ფოთის , მუნიციპალიტეტის კულტურის,განათლების, ძეგლთა დაცვის ,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ წარუდგინა.ოთარ ხარჩილავამ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა ქალაქის მერს, ბექა ვაჭარაძეს გადაუხადა.ახალი ხელმძღვანელი დარბაზში არსებულ პრობლემებს გაეცნო და ყურადღება საგამოფენო სივრცის მობილურობაზე გაამახვილა, ასევე აღნიშნა,რომ საგამოფენო დარბაზის გადატანა , უახლოეს მომავალში ყოფილი უშიშროების შენობაში იგეგმება, რომელიც ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესშია. ,, უფრო მიმზიდველი გარემო უნდა შევქმნათ და უფრო მეტი ლამაზი გამოფენა მოვაწყოთ ,თამამად შემიძლია გითხრათ,რომ ეს აიპი იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამ ქალაქში, რასაც ჩემი ენერგია და ჩემი დამოკიდებულება საქმის მიმართ არ მოაკლდება’’ აღნიშნა ოთარ ხარჩილავამ.ცნობისათვის, გასულ წლებში,ოთარ ხარჩილავა ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ორი მოწვევის საკრებულოს წევრი და სპორტისა და კულტურის საკითხებში, მერის თანაშემწე გახლდათ.

მსგავსი სტატიები