სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 21 02 22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 22-24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. ფოთში 22 თებერვალს ძირითადად მზიანი ამინდი გველოდება უმეტესად უნალქოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 +15 ღამით +7 +9 იქნება 23 თებერვალს მზიანი ამინდია ნავარაუდევი უმეტესად უნალქოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 +17 ღამით +7 +9 გრადუსი იქნება. 24 თებერვალს ფოთში მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 +19 ხოლო ღამით +10 +11 გრადუსი იქნება

მსგავსი სტატიები