სიახლე 

წიგნის ,,საინტერესო ქალბატონები და ბატონები“-ს პრეზენტაცია 5 მარტს გაიმართება 21 02 22

ფონდი ,,ქველმოქმედი -2015“ის დამფუძნებელმა ია გორგოტაძემ საავტორო წიგნი ,,საინტერესო ქალბატონები და ბატონები“ გამოსცა, რომელსაც საფუძვლად ამავე სახელწოდების ვიდეო პროექტი უდევს. წიგნში , საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ასი წარმატებული ადამიანის ისტორიაა შესული . აღნიშნულ თემაზე დღეს შეხვედრა ,,გალერეა 34’’-ში გაიმართა. შეხვედრაზე წიგნთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს. აღსანიშნავია რომ პროექტი ,,ფონდი ქველმოქმედი 2015’’-ის და ,,გალერეა -34’’-ის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა. წიგნის რედაქტორი, მწერალი, ჭაბუკი ქოიავა გახლავთ. ინტერვიუ ცნობილია, რომ წიგნის პრეზენტაცია დარბაზ ,,მარგალიტში“ 5მარტს 17:00 საათზე გაიმართება. წიგნის შეძენა მსურველებს ადგილზე სიმბოლურ ფასად შეეძლებათ,შემოსული თანხა კი სოციალურ საქმიანობას მოხმარდება.

მსგავსი სტატიები