ფოთში საქველმოქმედო მაცივარი განთავსდა 21 02 22
ფოთში საქველმოქმედო ფონდ ,,ზღვა მეგობრობისა’’-ს მიერ, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალური მაცივარი განთავსდა. ფონდის მიზანი საზოგადოებაში ურთიერთდახმარებისა და სოციალური კულტურის დამკვიდრება და განვითარებაა. ინიციატივის ავტორის შორეული ნაოსნობის კაპიტნის გაგა ლომოურის თქმით: სოციალური მაცივრის დახმარებით მოქალაქეებს საკვების ერთმანეთისთვის გაზიარება შეუძლიათ,რაც საზოგადოებაში სოციალურ პასუხისმგებლობას უფრო მეტად აამაღლებს. პროექტის მთავარი იდეა ის არის, რომ ვისაც შესაძლებლობა აქვს, მაცივარში პროდუქტს განათავსებს,ხოლო ვისაც არა – აიღებს. შევსება გარდა გულისხმიერი ადამიანებისა, რესტორნებსა და სუპერმარკეტებსაც შეუძლიათ. აღსანიშნავია,რომ ,,ზღვა მეგობრობისა’’ მეზღვაურების მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდია,რომელმაც სოციალური მაცივრები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე : ბათუმში,ქობულეთში და ფოთში, განათავსა ხოლო მალე თბილისსა და სხვა ქალაქებშიც იგეგმება. როგორც ფონდის წევრები აცხადებენ : მსგავსი ტიპის ღონისძიებები პერმამენტულად გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს სოციალური ურთიერთდახმარების კულტურის განვითარებას.